რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორია "ტაბულა" და "ევროპული საქართველო". ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, თუმცა არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები.
შეგახსენებთ, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.
ლაზარეს სააპელაციო სარჩელი კი მეორე ინსტანციამ დღეს წარმოებაში არ მიიღო.