თბილისის მერია 10 მილიონ ლარად 200 ცალ მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერს ყიდულობს - "თბილსერვის ჯგუფის" ტენდერი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია 200 ცალი მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერის შეძენას გეგმავს, რომელშიც 10,000,000 ლარის გადახდას აპირებს, - შესაბამისი ტენდერი "თბილსერვის ჯგუფმა" უკვე გამოაცხადა.

დოკუმენტის თანახმად, ტენდერი მოიცავს როგორც ნაგავშემკვრელი კონტეინერების მიწოდებას, ასევე მონტაჟს. მიწისქვეშა ნაგავშემკვრელი კონტეინერის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ბეტონის ბუნკერი, პოლიეთილენის (პლასტმასის) კონტეინერი, უსაფრთხოების პლატფორმას, ხუფს ფეხით მოსიარულეთათვის, ნარჩენის მიმღებ ურნას და ავსების სენსორს. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი 7 აპრილს გამოცხადდა,  წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით გაწერილია მოთხოვნები პროდუქციის მიწოდების პრეტენდენტის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, 2016 წლის პირველი იანვრიდან მწარმოებელ კომპანიას, საქართველოსთვის ან/და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,500 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი მიწოდებული. ამასთან ერთად, მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება მიწისქვეშა კონტეინერების სისტემების წარმოებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი