რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გადადგა. გადაწყვეტილება მან ყველასათვის მოულოდნელად მიიღო. მოგეხსენებათ, რამდენჯერმე გადადებული არჩევნებისთვის ისიც ემზადებოდა და ეს "მთავარს" ივლისში გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუდასტურა.
რა გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი, ჯეჯრჯერობით უცნობია. შესაძლოა, ეს პოლიტიკური ჩარევაც იყოს, რამდენჯერმე ამის შესახებ მინიშნებაც გაკეთდა. კავშირის არჩევნები წლის ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზაციას დროებით კავშირის გამგეობა უხელმძღვანელებს. გადადგომის შესახებ განცხადებას რაგბის კავშირი დღეს მოგვიანებით გაავრცელებს.