დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამის" ლუის სუარესის გადაბირება სურს

გამოქვეყნდა:

ესპანური "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ინტერ მაიამიმ", რომლის ერთ-ერთი მფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია, ლუის სუარესს ტრანსფერი შესთავაზა.
 
თუმცა, სუარესს "ბარსელონას" დატოვება არ სურს და კატალონიურ გუნდთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება უნდა, რომელიც 2021 წელს უმთავრდება. "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის საჭიროა, რომ 2020-21 წლების სეზონში სუარესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში გუნდის თამაშების 60%-ში მიიღოს მონაწილეობა. 

სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს ლივერპულიდან გადავიდა და 194 მატჩიდან თავი 147-ჯერ გამოიჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი