NBA-ს ყოფილ ვარსკვლავ ამარე სტაუდემაირს თელავივის "მაკაბისთან" კონტრაქტის გაგრძელება სურს

გამოქვეყნდა:

თელავივის "მაკაბის" ხელმძღვანელობასა და ამარე სტაუდემაირს ერთობლივი სურვილი აქვთ, რომ ამერიკელმა მძიმე ფორვარდმა გუნდთან კონტრაქტი გააგრძელოს. 

სტაუდემაირმა მიმდინარე კვირას დიდი წვლილი შეიტანა, რომ თელავივის "მაკაბის" ისრაელის ჩემპიონატი მოეგო. ის ფინალური მატჩის MVP- უძვირფასესი მოთამაშე გახდა. 

სტაუდემაირი თელავივის "მაკაბის" მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, კონტრაქტი კი სეზონის ბოლომდე გააფორმა. 37 წლის მძიმე ფორვარდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავთა მატჩის ექვსგზის მონაწილე გახლავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი