"სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ" - GCAA რუსეთში პირდაპირ ფრენებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  [GCAA] განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, სააგენტო აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს:

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ  საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. 

ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული  საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ," - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. პირველი რეისი 18 აპრილს ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით უნდა შესრულდეს. 

ინფორმაცია "მთავარ არხს" ვნუკოვოს აეროპორტშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ განაცხადი სწორედ ქართულმა ავიაკომპანიამ წარადგინა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი