"ჯორჯიან ეარვეისმა" შემოიტანა განაცხადი" - ვნუკოვოში ადასტურებენ, რომ 18 აპრილს თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი შესრულდება

გამოქვეყნდა:

18 აპრილიდან მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება იწყება. ვნუკოვოს აეროპორტში უკვე ჩასმულია რეგულარული რეისი თბილისის მიმართულებით, რომელიც თამაზ გაიაშვილის "ჯორჯიან ეარვეისმა" უნდა შეასრულოს. განრიგი ოქტომბრამდეა გაწერილი. 

ვნუკოვოს აეროპორტში, რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენას ადასტურებენ. "მთავარ არხი" ტელეფონით აეროპორტის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ პირველი რეისი 18 აპრილსაა დანიშნული და მათთან შესაბამისი განაცხადი "ჯორჯიან ეარვეისმა" წარადგინა და ბილეთის ფასი 4 000 რუსული რუბლი იქნება:

-  შეიძლება შევუკვეთო ბილეთი პირდაპირ რეისზე თბილისიდან მოსკოვში და უკან?
-  "ჩვენ არ ვყიდით ბილეთებს. მხოლოდ შეგვიძლია გითხრათ, განრიგი როგორია."
-  მაშინ გვითხრით, არის თუ არა განრიგში ბილეთი თბილისიდან მოსკოვში.
-  "ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისმა ასეთი რეისის შესახებ განაცხადი უკვე შემოიტანა. პირველი რეისი აღნიშნულია 18 აპრილს."
-  ესე იგი, 18 აპრილს იქნება რეისი, ხომ?
-  "18 აპრილს კომპანია ჯორჯიან ეარვეისმა წარადგინა ასეთი რეისი, დიახ.  დილის 11:45 საათზე. "
-  და კიდევ ერთი შეკითხვა: ყოველდღიური იქნება რეისი?
-  "რეისი იქნება ყოველდღიური, დიახ." 

"ჯორჯიან ეარვეისში" ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

შეგახსენებთ, ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა.

ცნობისთვის, გავრილოვის ღამის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად მიიღო საქართველოს სანქცირების გადაწყვეტილება და თბილისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი