სააღდგომოდ გაცემული ნობათი და უყურადღებოდ დარჩენილი სოციალურად დაუცველები თელავში. მერიამ 370 სასურსათო კალათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წინასწარ დაწესებული კრიტერიუმებით გასცა.
უკიდურესად შეჭირვებული ადამიანების უმეტესობა კი, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილი და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებიც აქვთ, ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
თელავის მერის მოადგილე ამბობს, რომ ვინც უწყების სიაში ვერ მოხვდა, შეუძლია მერიას მიმართოს და მათი განაცხადი განიხილება.
ავტორი: ია გულიაშვილი
იხილეთ ასევე: