თბილისში ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე კვლავ რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ვრცელდება სხვადასხვა ვერსია:
"არავინ იცის [რა შეიძლება გამხდარიყო ხანძრის გაჩენის მიზეზი]. ვიღაცები სანთელს ამბობენ, ვიღაცები ელექტროენერგიას, პოლიცია მოსულია და გამოიძიებენ", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ქალი "80-81 წლის იქნებოდა... მარტო ცხოვრობდა".
შეგახსენებთ, რომ ხანძარს ნუცუბიძის მე-3 პლატოზე 1 ადამიანი ემსხვერპლა.