ბევრი პრობლემა შეიქმნა კულტურულ მემკვიდრეობებთან დაკავშირებით - რაზმაძე, ხინჩეგაშვილის ახალი მრჩევლის საჭიროებაზე

გამოქვეყნდა:

გორის მერი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად იბრძვის - მოჭიდავე ხინჩეგაშვილს ამისთვის მესამე მრჩეველი სჭირდება, რომლის დანიშვნის ნებართვა გორის საკრებულომ ჩინოვნიკს უკვე მისცა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით სპეციალისტი ნამდვილად ესაჭიროებათ, რადგან წულუკიანის უწყება საქმეს ვერ აუდის. 

ვინ იქნება სპეციალისტი და რა დაუჯდებათ გორელებს მისი შენახვა, არც გორის მერი და არც მისი პრესსამსახური პასუხობს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე კი ამბობს, რომ კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით, სპეციალისტი მერიაში მალე ეყოლებათ:

"მრჩეველი არ არის, ეს იქნება ხელშეკრულებით აყვანილი სპეციალისტი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურში იმუშავებს, ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა კულტურულ მემკვიდრეობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სახელმწიფო და შესაბამისი კულტურის დეპარტამენტი მუშაობს ამ თემებზე, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, რომ მოსახლეობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კულტურულ მემკვიდრეობას, უფრო ხშირად ძველ ტაძრებს, რომ თვითონვე ჩაუტარონ რეაბილიტაცია და არასწორად მიდის ეს ყველაფერი. გამომდინარე აქედან, გადაწყვიტა მერმა, რომ ჰყოლოდათ სპეციალისტი" აცხადებს დავით რაზმაძე. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ამჟამად 2 მოადგილე, 2 თანაშემწე და 2 მრჩეველი ჰყავს. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი