გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კიდევ ერთი მრჩეველი ეყოლება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ მესამე მრჩეველი ხინჩეგაშვილს კონსულტაციას კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით გაუწევს.
აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაოდ თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებით აიყვანენ. ფაქტს ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ.
"მერიის იურისტი გვარწმუნებს, რომ მრჩეველის ხელშეკრულებით აყვანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ შტატით აყვანის შემთხვევაში საჯარო მოხელე შეზღუდულია სხვა სამსახურში დასაქმებაში, ამ შემთხვევაში კი პირი, რომელსაც “შეარჩევენ”, სხვაგანაც იმუშავებს, მერიაში უკონკურსოდაც დაინიშნება და ხანდახან შემოგვივლის ხოლმე", - თქვა გამოცემასთან ''ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი ბალიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ამჟამად ორი მრჩეველი, ორი თანაშემწე და ორი მოადგილე ჰყავს.