იანვარ-მარტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი, თურქეთი - საქსტატი

გამოქვეყნდა:

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 24.7%-ით), ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 21.0%-ით)

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულია: 

  • სომხეთი იკავებს 216.9 მლნ. აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 180.7 მლნ. აშშ დოლარი;
  •  რუსეთი – 176.9 მლნ. აშშ დოლარით. 

 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა.

პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი 568.7 მლნ. აშშ დოლარი;
  • რუსეთი 490.0 მლნ. აშშ დოლარი;
  •  აშშ 261.8 მლნ. აშშ დოლარი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი