ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს ღარიბაშვილი არ შეხვდა

გამოქვეყნდა:

პრემიერისთვის მიცემული ულტიმატუმი ისე ამოიწურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა არ მოისურვა. ულტიმატუმი 3 საათზე ამოიწურა.მშობლები ამ დრომდე კანცელარიასთან იმყოფებიან და სამომავლო გეგმებზე 5 საათზე გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას. 

მანამდე კი მძიმე გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა კანცელარიასთან მთელი ღამე გაათენეს და ხელისუფლებისგან მათი შვილების დახმარებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

საუბარია სულ რამდენიმე ათეულ მოზარდზე, რომელთა მდგომარეობა ხელისუფლების დახმარებას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამსუბუქოს. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი