აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიაში, ისევ უშედეგოდ ითხოვენ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას.
"ადამიანები აღარ ხართ? დავიხოცეთ. ან მითხრას, რომ არ გაძლევთ, არა მყავს მიღებული შენი შვილი და თავს დავანებებ, ან მითხრას, შემომაქვს ეს წამალი. ღამეებს ვუთენებ ბავშვს, რომ არ გამეგუდოს. ხალხი არ ხართ, გამოდით ამ კაბინეტებიდან რით ვერ გამოდიხართ?! შენც ხომ მშობელი ხარ. არ მინდა საქართველოს დატოვება, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. წაიღე ეს საბუთები და შეამოწმე რომ მართლები ვართ. სიცივისაგან ვკანკალებდი “ მიმართა ღარიბაშვილს ერთ-ერთმა მშობელმა კანცელარიის ფოიედან.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მშობლებმა გასული ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.
საუბარია სულ რამდენიმე ათეულ მოზარდზე, რომელთა მდგომარეობა ხელისუფლების დახმარებას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამსუბუქოს.