საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს. მათი ინფორმაციით, ფრენების დეტალური გრაფიკი უკვე შედგენილია.
უწყების ინფორმაციით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე საბაგირო მაგისტრალები მოწეყო. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის, გიორგი გონაძის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება სტიქიით დაზარალებულ სამ სოფელში დღეს, 31 ივლისს უნდა აღდგეს.
რაჭაში ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე ლათქი - შორა 29 ივლისს ადიდდა. წყალდიდობის გამო დააზიანდა გზები. მდინარემ წაიღო ხიდები, რამდენიმე სოფელი კი გარესამყაროს მოწყვიტა.