"ვულვერჰემპტონი" პორტუგალიელი პაულინიოს შეძენას გეგმავს

გამოქვეყნდა:

გამოცემა GOAL.com პორტუგალიურ ZERO ZERO-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი "ვულვერჰემპტონი" პორტუგალიური "ბრაგას" ბომბარდირის, პაულინიოს შეძენასთან ახლოს არის. ვულვერჰემპტონი მზად არის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში 27 წლის პაულინიომ "ბრაგას" შემადგენლობაში სხვდასხვა ტურნირებზე 25 გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბრაგა პორტუგალიის ჩემპიონატში სამეულში მოხვდა.

თუ ეს ტრანსფერი შედგა პაულინიო "ვულვერჰემპტონში" რიგით მეცხრე პორტუგალიელი იქნება რუი პატრისიოს, რუბენ ვინაგრეს, რუბენ ნევესის, ჟოაო მუტინიოს, პედრო ნეტოს, დიოგო ჟოტას,დანიელ პოდენსესა და ბრუნო ჟორდაოს შემდეგ.

ვულვერჰემპტონს აგრეთვე პორტუგალიელი მწვრთნელი, ნუნუ ეშპირიტო სანტო წვრთნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი