"სად არის სახალხო დამცველი, როდესაც დედები ასეთ მდგომარეობაში ვართ? - კანცელარიასთან პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან -აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ისევ უშედეგოდ მოითხოვენ. 

დედებმა კანცელარიასთან უკვე მეოთხე ღამე გაათენეს, თუმცა მათ ისევ არავინ ხვდება. მოთხოვნები კი უცვლელია - დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთ მედიკამენტს ითხოვენ, მთავრობა უარზეა.

მოზარდების მშობლები სახალხო დამცველსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, დაინტერესდეს მათი პრობლემით. მშობლები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაიწყო, თითქოს ისინი უვიცები არიან და ისეთ მედიკამენტს ითხოვენ, რომელიც ჯერ ცდების ეტაპზეა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი