"ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება" - ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დახმარების ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად.

ხაზარაძე წერს, რომ მისი "პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება". 

"აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.

არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება",- წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.  ამ მოთხოვნით მშობლებმა ბოლო სამი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. მედიკამენტ "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას მოითხოვენ, მთავრობა კი უარზეა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი