"ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა" - 23 აპრილს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის" - 23 აპრილს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მორიგ აქციას აანონსებენ.

18:00 საათზე მშობლები კანცელარიასთან შეიკრიბებიან და მარშს გამართავენ. ისინი მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მოთხოვნა გრძელდება.

ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის.

თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკვე წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები შვილებისთვის საჭირო წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. ბოლო კვირების განმავლობაში მშობლები პრემიერმინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ. ისინი რამდენიმე დღეა უკვე კანცელარიასთან ღამეებს ათევენ.

ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პრეპარატი ევროკავშირში დამტკიცებული არაა. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" ქვეყანაში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი