Myway Airlines-ის გენ.დირექტორის ცნობით, სუდანიდან მათი თანამშრომლების ევაკუაცია ისევ არ დაწყებულა

გამოქვეყნდა:

სუდანიდან Myway Airlines-ის თანამშრომლების ევაკუაცია ისევ არ დაწყებულა, - ამის შესახებ ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, რატი ბაკურაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში ამბობს.

არსებული ინფორმაციით, სუდანში ავიაკომპანიის 13 თანამშრომელია დარჩენილი.

"დილიდან ვთანამშრომლობთ და სატელეფონო ხაზზე ვართ საქართველოს კონსულთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ქვეყნები, როგორც ჩანს, საკუთარი საელჩოების ევაკუაციას იწყებენ სახმელეთო გზით სხვა ქალაქში გადაყვანით, როგორიც არის მაგალითად პორტსუდანი, რომელიც 700-800 კილომეტრის დაშორებით არის ეპიცენტრიდან. ჩვენ ახლა მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა პარტნიორთან, იქნებ რამენაირად შესაძლებელი იყოს, რომ ჩვენც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით უსაფრთხოდ შევძლოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია სახმელეთო გზით. ელექტროენერგია ასე თუ ისე არის, რაღაც ნაწილი მომარაგებულია, მაგრამ ახლა მთავარია, სასწრაფოდ მოხდეს მათი ევაკუაცია, რათა ავირიდოთ ნებისმიერი რისკი“, - თქვა რატი ბაკურაძემ.

შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედრებული დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად, 413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი