ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სუდანში 413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა მას შემდეგ, რაც იქ ექვსი დღის წინ ინტენსიური ბრძოლები დაიწყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჯანმომ ამ დრომდე დააფიქსირა 11 თავდასხმის შემთხვევა ჯანდაცვის დაწესებულებებზე ქვეყანაში და მოითხოვა ასეთი თავდასხმების შეწყვეტა. ორგანიზაციამ მანამდე მოუწოდა კონფლიქტის ორივე მხარეს გაეხსნა ჰუმანიტარული კორიდორი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, პაციენტებისთვის და სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის.
UNICEF-ის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა თქვა, რომ სულ მცირე 9 ბავშვი დაიღუპა ბრძოლებში და 50-ზე მეტი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.
ამავე თემაზე: