"ვინ თქვა ეგ სისულელე... ნახევარი საათის შემდეგ ექიმი რომ შემოვიდა, იმან? ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდა ადამიანი გულწასული" | გიული ალასანიას პასუხი "ვივა მედის" ექიმს

გამოქვეყნდა:

"ვინ თქვა ეგ სისულელე... ნახევარი საათის შემდეგ ექიმი რომ შემოვიდა იმან? ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდა ადამიანი გულწასული", - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია "ვივა მედის" ექიმს, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს გუშინ გული ერთხელ წაუვიდა, მეორედ კი წაიქცა. 

გუშინდელი შემთხვევის შემდეგ არის, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტად და მე სულ მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ დაეცეს ისევ, გუშინდელივით. ექთანი იყო ამის მოწმე, რომ ჩაიკეცა, წაუვიდა გული. აი ამ ფერი იყო, აი, შავი... რას ლაპარაკობ, ვინ თქვა ეგ სისულელე. ვინ როდის შევედით, ვერ გავიგე. ნახევარი საათის შემდეგ ექიმი რომ შემოვიდა? იმან თქვა? ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდა ადამიანი გულწასული, მოვასულიერეთ ძლივს, - ამბობს ალასანია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი