60 მილიონის დახმარება მოქალაქეებს ხუთ მილიარდიანი დახმარებიდან - რომან გოცირიძე საქსტატის ბოლო მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით შემცირდა.
გოცირიძის თქმით, ქვეყანას არაფერი ეტყობა რომ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.
არავითარი უნარი არ აქვს ამ ხელისუფლებას, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები იპოვოს. ამას მხოლოდ ახალი ხელისუფლება დაძლევს - ამბობს გოცირიძე
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ შემქნილი ვითარების ფონზე, როდესაც პანდემიამ მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ხელისუფლება არ აპირებს გადახედოს გადასახადების შემცირების საკითხს და პირიქით, გარკვეულ გადასახადებს ზრდის, რაც მოქალაქეებს და ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.
ეკონომისტები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ ქვეყანას ეკონომიურ ზრდის სტადიაზე დაბრუნება გაუჭირდება. მათივე ვარაუდით, ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, კრიზისი ქვეყანაში 2021 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარებები არაეფექტურად დაიხარჯა.
"წელი არ გვქონია ამ ვირუსამდე რომ კარგი ეკონომიკური წელი გვქონოდა. ყველაზე მეტი იყო 5%-იანი ზრდა და ისიც ერთი წელი მხოლოდ...2021 ასევე არ იქნება დალხინებული"- ამბობს გიგა ბედინეიშვილი
შეგახსენებთ, საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,8 პროცენტია.
ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორცილებული ვიზიტების რაოდენობა
2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში