2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0,9%-ით გაიზარდა, ინდექსის წლიურმა ზრდამ 10,7% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსი 25,1%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
როგორც საქსტატი განმარტავს, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავო ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების) ისე, კერძო სახლების სეგმენტს.
მათივე ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში - 2,4%-ით. ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტებზე - 3,5%-ით.
2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -
ბინებზე 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 პროცენტით.
2023 წლის პირველ კვარტალში ახლადაშენებული საცხოვრებლების სეგმენტის 1მ კვადრატის მედიანური ღირებულება თბილისის უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა: