მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და გონების კარგვა შესაძლოა განმეორდეს - "ვივა მედის" ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ტენდენცია ნამდვილად არ არის დადებითი დინამიკის - აცხადებს ნევროლოგი თამარ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას. "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარში აბაშიძე ამბობს, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გონების კარგვა მოსალოდნელია, რომ კიდევ განმეორდება: 

"გონების კარგვასთან დაკავშირებით, შაბათს იყო ესეთი ეპიზოდი, როდესაც წაიქცა და იქ მყოფთა გადმოცემით, გონების კარგვა იყო. მორიგე ექიმი როდესაც შევიდა, უკვე ცნობიერება ნათელი ჰქონდა. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ყოფილიყო გონების კარგვა ხანმოკლე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, საერთო სისუსტე, მასის დაბალი მაჩვენებელი, თანმხლები დაავადებები, ძირითადი დაავადებები ისეთია, რომ გონების კარგვა არ იქნება მოულოდნელი, შესაძლოა რომ განმეორდეს, ამისი მაღალი რისკები არსებობს...ტენდენცია ნამდვილად არ არის დადებითი დინამიკის" ამბობს თამარ აბაშიძე.

შაბათს, მესამე პრეზიდენტმა კლინიკა ვივა მედში გონება ორჯერ დაკარგა. ფაქტს გიული ალასანიაც შეესწრო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი