"დღეს ორჯერ დაკარგა გონება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა. ფაქტს თავად ალასანიაც შეესწრო.

ალასანია გონების კარგვას  მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირებს.

"ორჯერ დაკარგა გონება დღეს, შემოვიდნენ ბადრაგები, როგორც იქნა, ამ სიმაღლის ადამიანი ძლივს აიყვანეს, დავაწვინეთ. ამის შემდეგ ისევ განმეორდა, მე იქვე ვიდექი, ექთანი იდგა მეორე მხრიდან და ის მოვახერხე, რომ თავი დამეჭირა, იმიტომ რომ გაიშხლართა მთლიანად, გაშავდა აბსოლუტურად და დიდხანს იყო ასე უგონოდ.

ყველაფერს ერთად ვუკავშირებ, პირველ რიგში ვუკავშირებ, რომ ადამიანი არის მოწამლული", - თქვა "ვივა მედიდან" გამოსულმა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა კვების რაციონს უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი