უმუშევრობა, მაღალი ფასები და სიღარიბე IRI-ის კვლევაში უპირველეს პრობლემებად დასახელდა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% ქვეყნის უპირველეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, მაღალ ფასებს 19%, ხოლო სიღარიბეს 6%. 

გამოკითხულთა 5-მა პროცენტმა უპირველეს პრობლემად პოლიტიკური პოლარიზაცია დაასახელა. 

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის სამი ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის, პირველ პასუხად გამოკითხულთა 38% ეკონომიკურ განვითარებას, 18% დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ხოლო 12% უმუშევრობას ასახელებს.

გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი