"აქციაზე რომ ვხედავ, რომ ლაზარესნაირად აქვთ დახატული თვალები, ცრემლები მომდის ხოლმე" | ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

გამოქვეყნდა:

"აქციაზე რომ ვხედავ, რომ ლაზარესნაირად აქვთ დახატული თვალები, ცრემლები მომდის ხოლმე, ახლაც კი", - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე საუბრობს. ვიდეოს მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს. 

მან სასამართლო პროცესზე ლაზარესთან შეხვედრაც გაიხსენა: 

გული შემეკუმშა, სუნთქვა შემეკრა... ვისურვე იმ წუთში, ნეტა მე ვიჯდე ლაზარეს ადგილას-მეთქი. ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ რამდენიმე წამით და მერე მეც არ მქონდა [ძალა], რომ მეყურებინა ლაზარესთვის და ისე კი მითხრეს, ჩემმა დამ მითხრა, რომ სულ შენ გიყურებდაო და მე თვალებში ვეღარ ვუყურებდი, - თქვა მან. 

კითხვას, რატომ წავიდა ლაზარე აქციაზე, გია კალანდაძე ასე პასუხობს:

"ლაზარე არის ერთი ქართველი ადამიანი, პატრიოტი, სამშობლოს მოყვარული ადამიანი. სიმართლის მოყვარული ადამიანი. რომ დავინახე, რომ ასეთი ამბავი იყო, ვუთხარი, ნუ მიდიხარ მეთქი და პირიქით მითხრა, შენც ჩაიცვი და შენც წამოდი, ვერ ხედავ რა კანონი უნდა მიიღონო? ეს იყო მაგისი წასვლის მიზეზი".

მან შვილიშვილის ცნობილ ტატუზეც ისაუბრა: 

რაღაც იაპონური ის არის მგონი, მულტფილმი თუ რა ქვია? რავიცი, სიმართლისთვის იბრძვისო. რომ მითხრა, [ტატუ] უნდა გავიკეთოო, გავგიჟდი, რას შვრები-მეთქი, ბაბუ. ხო იციო, მე რომ გადავწყვეტ, გავიკეთებო. ესეც სიმბოლოა იმისი. აი, აქციაზე რომ ვხედავ, რომ ლაზარესნაირად აქვთ დახატული თვალები, ცრემლები მომდის ხოლმე, ახლაც კი, - ამბობს ლაზარეს ბაბუა.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლაზარეს მხარდამჭერი აქცია, 1-ელ მაისს, 16:00 საათზე, საქალაქო სასამართლოს ეზოში, პროცესის პარალელურად გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი