ქვეყანა უკიდურესი კრიზისის პირისპირ - ვითარება იმდენად დამძიმებულია, რომ ხელისუფლება მდგომარეობას ვეღარ აკონტროლებს. ბოლო ნახევარი წლის მონაცემებით, ეკონომიკა 13 პროცენტით შემცირდა და ეს დასასრული არ არის. ექსპერტები კიდევ უფრო მძიმე რეალობას პროგნოზირებენ, რაც თითოეული ოჯახის ყოველდღიურობაზე კრიტიკულად აისახება.
კორონაკრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტულ ინდუსტრიას და სამშენებლო სფეროს დაარტყა. მაგალითად: ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა შემცირებული 95%-ითაა შემცირებული.
ბოლო ოთხი თვეა ეკონომიკა ეცემა: აპრილში -16,6; მაისი -13,5; ივნისი -7,7; მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, -12,6.
სამუშაო ადგილები რომ ქრება, ამას დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის დინამიკა აჩვენებს, რომელიც ასევე ბოლო თვეების განმავლობაში კლებადია და ბოლო მონაცემებით -6,2% იყო, რაც წინა თვეების განმავლობაშიც ვარდნა კატასტროფულ ნიშნულამდე დაეცა.
პოლიტიკოსებიც და ეკონომისტებიც თანხმდებიან, რომ კორონაკრიზისის ფონზე, მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ბევრი ვერაფერი შესთავაზა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ, შიმშილის პირისპირ მარტოდ მარტო დატოვა.
სანამ ქვეყნის ხელისუფლება თავს იმით იმშვიდებს, რომ ეკონომიკაში -16,6%-ის მაგივრად ახლა -7,7%-იანი ვარდნა აქვს, როგორც ჩანს რეალობა გასცდა მთავრობის პროგნოზებსაც და თუკი ხელისუფლების ბიუჯეტში გაწერილი გათვლებით წლის ბოლომდე კლება -4%-ს არ უნდა აცდენილიყო, ახლა უკვე, ნახევარი წლის მაჩვენებლებით კლება -6%-ია.