"რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე ჩამოვიტანოთ რუსეთიდან, ჩვენი დიდი ვალი აქვთ" -ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე რუსეთიდან იმპორტის ზრდაზე

გამოქვეყნდა:

"რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე ჩამოვიტანოთ რუსეთიდან საქართველოში, რადგან ჩვენი ძალიან დიდი ვალი აქვთ" - ასე განმარტავს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი  საქართველოში რუსეთიდან შემოსული ნავთობპროდუქტების იმპორტის 85%-მდე ზრდას.

იობაშვილის თქმით, ბიზნესი პოლიტიზებული არ უნდა იყოს და კერძო კომპანიებს უფლება აქვთ ნავთობი იმ ქვეყნიდან შემოიტანონ, სადაც მას იაფად ნახავენ.

"ბიზნესი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ბიზნესი არის ბიზნესი და უნდა იშოვოს ფული. ჩვენს ქვეყანაში არსებული სანავთობო კომპანია არის კერძო, ამიტომ კერძო კომპანიას აქვს უფლება, სადაც ნახვას იაფად, იქ იყიდოს. როგორც კი ბიზნესი გახდება პოლიტიკაზე დამოკიდებული, ის ბიზნესი აღარ იქნება. რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე ჩამოვიტანოთ რუსეთიდან საქართველოში, რადგან ჩვენი ძალიან დიდი ვალი აქვთ", - ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

რუსეთიდან შემოსული ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია  იმპორტიორთა კავშირმა გაავრცელა

ორგანიზაციის ცნობით,  2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 275 ათასი ტონა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (257,2 ათასი ტონა) შედარებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი