სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი უკვე თბილისშია. აეროპორტში რესი, რომლითაც სამშობლოში "Geo Sky-ის" 20 თანამშრომელი ჩამოიყვანეს, ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
სუდანიდან ევაკუირებულები აირან ავიაკომპანია "მაი ვეის" თანამშრომლებიც. როგორც ცნობილია ისინი სამშობლოში ხვალ დილით დაბრუნდებიან.
"გაუსაძლისი პირობები იყო, ირგვლივ სროლა, დაბომბვა, ყოველ დილით, ყოველ საათში. 1 000კმ-იანი უდაბნოს გზით გამოვედით, სუდანის უდაბნო გადავკვეთეთ ეგვიპტის საზღვრამდე. ეგვიპტის საზღვრიდან სასაზღვრო ქალაქში გადავედით და იქიდან ქაიროში. ისევ ავტობუსის გზით. იქ სხვა ვერაფერი მოხერხდებოდა. იქ იყო ჯოჯოხეთი. ყველა ჩართული იყო კომპანია და საგარეო საქმეთა სამინისტრო",- ამბობს სუდანიდან დაბრუნებული ერთ-ერთი მოქალაქე.
შეიარაღებული დაპირისპირების დროს სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იყო დარჩენილი. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ეგვიპტეში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ სუდანიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს.
ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე.