სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა - საგარეო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ქართველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ. ეგვიპტიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრება.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების აქტიური ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და არცერთი საქართველოს მოქალაქე, დღეს, ამ მომენტისთვის, სუდანში არ იმყოფება", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი