"დიდუბის მეტროში 4 მამაკაცი თავს დამესხა" | ქვიარ აქტივისტი ლუკა აბლოთია

გამოქვეყნდა:

ქვიარ აქტივისტს, ლუკა აბლოთიას თავს დაესხნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც დაშავებული აქტივისტი წერს, შემთხვევა თბილისში, მეტროსადგურ "დიდუბეში" მოხდა. თავდასხმა, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა.

"დღეს დიდუბის მეტროში 4 მამაკაცი თავს დამესხა და ჩემზე ფიზიკურად იძალადა ახლა პოლიციასთან ვარ სპრეის გამოყენება მომიწია თავის დასაცავად!" - წერს ლუკა აბლოთია Facebook-ზე.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი შემთხვევა ადრეც მოხდა, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში აქტივისტს გაუგებარი მიზეზით, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს.

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი