წინასწარი შეფასებებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,3% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7,2%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
როგორც უწყების მონაცემებში ვკითხულობთ, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება და ვაჭრობა.
ამავე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.
აქვე საქსტატი აღნიშნავს, რომ მარტში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 11,269 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 9,2%-ით მეტია.