შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება. დღეს 3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მასშტაბურ აქციას გამართავენ,რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი უერთდება. დედები თითქმის ორი კვირაა შვილებისთვის წამალს ითხოვენ და კანცელარიასთან ღამეს ათენებენ, თუმცა ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მათი პროტესტის ხმა არ ესმის.
დედების აქციას უერთდებიან სტუდენტები, რომლებიც 14 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობით გაემართებიან.