მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იწყება. მშობლების მხარდასაჭერად აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. პროტესტის დაწყების შემდეგ, ისინი მსვლელობას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან.
აქციას რუსთაველის მეტროდან, მსვლელობით უერთდებიან სტუდენტებიც.
"ჩვენ გვინდა, მოსახლეობამ გააგებინოს [ხელისუფლებას] რომ ჩვენ მარტო არ ვართ, გარიყულები არ ვართ, როგორც თვითონ გაგვრიყეს, მხარში გვიდგანან და შეძახილებით და ხმაურით გვინდა მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სასწრაფოდ დაუნიშნონ ჩვენს ბავშვებს წამალი. ჩვენ ვართ სრულიად წმინდა, ბავშვური საყვარელი ადამიანები და მიგვიღეთ როგორიც ვართ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
უკვე თითქმის ორი კვირაა მშობლები კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. ისინი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე შვილებისათვის საჭირო წამლის, ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.