"სინათლის მებრძოლები" - ბუღაძის გალერეაში უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნდა:

ბუღაძის გალერეაში ქართველი მებრძოლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება კიევის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ტარდება, რომელიც თბილისში უკვე ორი დღეა იმართება. გალერეაში გამოფენილია საერთაშორისო ლეგიონის ქართველი მებრძოლების ფოტო პორტრეტები, ასევე მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.

თბილისში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის სკვერიც გაიხსნა. პროექტი კიევის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით განხორციელდა. 

სკვერი ლისი პარკში მოეწყო, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სახელზე კიევიდან ჩამოტანილი ნერგები დარგეს.

კიევის ხელოვნების ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა ქართველ მებრძოლს, ნადიმ ხმალაძეს ეკუთვნის, რაზეც ორგანიზატორებმა თანხმობა განაცხადეს და ფესტივალი და მის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიება სწორედ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს ეძღვნება. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი