აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედები ბათუმშიც შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში მიმდინარე აქციას.
მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მოზარდების საჭიროებები და მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი "ვოზორიტიდი" შემოიტანოს ქვეყანაში.
ასევე აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების ცინიკური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დედების მიმართ, რომლებიც უკვე 2 კვირაა კანცელარიასთან ათევენ ღამეებს, მიუღებელია.
შეგახსენებთ, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე