თბილისი უძრავი ქონების კვირეულს მასპინძლობს. მასში ასზე მეტი კომპანია მონაწილეობს და კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურს ინტერიერის დიზაინზე, სამშენებლო თუ სარემონტო საშუალებებზე და უძრავ ქონებაზეც კი. ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ ეს კვირეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას დაეხმარება საქართველო უძრავი ქონების რუკაზე აღმოაჩინოს, რაც ინვესტიციებსაც გაზრდის.
ავტორი: ნინო გიგაური