ლარი ეცემა - ეკონომისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

გამოქვეყნდა:

ბოლო 2 კვირაში ლარი ისევ გაუფასურდა და დღეს 1 აშშ დოლარი 3, 07 თეთრია. ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ და დამაიმედებელ პროგნოზს ვერც ახლო მომავლისთვის აკეთებენ

"უკვე 8-9 წელია არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს და ლარი 1.65-დან 3,1-ზეა ამოსული. ორჯერ გაუფასურდა ლარი ამ ხნის განმავლობაში და ამას ვერ მივაწერთ მოკლევადიან ეფექტებს, ვირუსსაც ვერ დავაბრალებთ" - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკა იმყოფება ღრმა ორმოში და გასცემს ნეგატიურ სიგნალებს - ასეთია ეკონომისტ რატი აბულაძის შეფასება. ის ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ეკონომიური სტრუქტირის სრულად გარდაქმნაა, თუმცა მისივე შეფასებით, ერთადერთი რასაც ხელისუფლება აკეთებს საარჩევნო პროგრამას მორგებული პოლიტიკური მიდგომებია. 

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი დღეს 3.0721 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს- მისი კურსი 3.6420 ლარია.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი