თვითდასაქმებულებისთვის დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - ექსპერტების შეფასება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმით, თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 31 ივლისს ამოიწურა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ დახმარება საჭიროების მქონე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ მიიღო.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ეს პროგრამა ვერ გამოასწორებს იმ პრობლემას, რომელშიც ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად შედის და რასაც სიღარიბე ჰქვია.

ის სოციალური პაკეტები, რაც მთავრობამ შემოგვთავაზა ერთი მხრივ, ასი ათასობით ადამიანს ტოვებს დახმარების გარეშე, ასი ათასობით ადამიანს აძლევს მინიმალურ დახმარებას, რომელიც საერთოდ არ არის საკმარისი განსაკუთრებით ამ ინფლაციის პირობებში არანაირი ეკონომიკური ეფექტი ამას არ ექნება, - თქვა ფინანსისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ფიქრობს, რომ მთვრობის დახმარება ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო და ბიუჯეტიდან გამოყოფილი ეს თანხები აუთვისებელი დარჩა.

ეს პროგრამა ზოგადას სოციალური მიმართულებით რასაც ხელისუფლება ახორციელებს უსამართლო სოციალური პოლიტიკის კლასიკური მაგალითი, რადგან თვითდასაქმებულების უდიდესი ნაწილი, პენსიონერების უდიდესი ნაწილი, პენსიონერები 70 წელს ქვემოთ, სოციალურად დაუცველების უდიდესი ნაწილი, რომლებსაც სახლში ჰყავთ ორი შვილი, მთავრობამ დატოვა დახმარების გარეშე ისეთი კრიტერიუმები შემოიღო, - თქვა ირაკლი ყიფიანმა.

მთავრობის მონაცემების მიხედვით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160 161-მა უკვე მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, რაშიც 48 048 300 ლარი დაიხარჯა.

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მიუხედავად, უკვე დარეგისტრირებული პირებისთვის თანხების ჩარიცხვა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი