რუსების მიერ გატაცებული მწყემსების ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია | ახალი დეტალები დვანიდან

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ორი მწყემსის ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი შეიარაღებულმა ფორმიანებმა დვანის სასაფლაოს სიახლოვეს დღეს დილით დააკავეს.

ინციდენტის შესახებ მწყემსებმა ოჯახებს ინფორმაცია ტელეფონით მიაწოდეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი ამოქმედდა და უკანონო დაკავება ოფიციალურად დასტურდება.

"ოკუპანტებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით 2 კვირის წინ მოახდინეს ახალი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება. გარკვეული მონაკვეთის დემონტაჟი მოხდა იქ ღობეების და ზუსტად იმ ადგილიდან გაიტაცეს ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც აძოვებდნენ თავის ნახირს. ასე რომ, რუსები კვლავ არ ჩერდებიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს", - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია დამფუძნებელი დავით ქაცარავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი