"კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს, არაფერი ჩანდა... მაგიდაზე იყო ბავშვი და შიგნით შევიყვანეთ", - ამის შესახებ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ადგილობივები საუბრობენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიტოვებული ახალშობილები იპოვეს.
ჩვილი სკოლის გვერდით გზაზე იყო დატოვებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ დედა ორსულობსაც მალავდა.
"შევამჩნიე, რომ მაგიდაზე ბავშვის ჩანთა იყო მოთავსებული. ვიფიქრე, ალბათ მშობელია ახლო-მახლო, მაგრამ ვერსად ვნახე, მერე მივხვდი, რომ ვიღაცამ დატოვა. ჩვენ მერე 112-ში დავრეკეთ... სასწრაფოც მოვიდა, ბავშვს ნორმალური მდგომარეობა აქვს, გადაიყვანეს საავადმყოფოში", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ახალშობილი გოგო ზუგდიდის რესპუბლიკურ კლინკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
იხილეთ ასევე: