კოტე ყუბანეიშვილმა ჭავჭავაძის გამზირს ლექსი მიუძღვნა

გამოქვეყნდა:

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს, რომელმაც დღეს თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია, პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ლექსი მიუძღვნა. ეს ლექსი მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" წაიკითხა. 

"აღარაფერს აღარ ვამბობ ავჭალაზე, სადაც არ მყავს უამრავი ნაცნობები, 

ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები

აქ სიხარბემ საღი გონი გადაძლია, და წაშალა რაც კი იყო ღირებული, 

დამნაშავე რა თქმა უნდა კალაძეა, ქალაქია რომ პარალიზირებული".

პოეტი ამბობს, რომ ეს, თბილისის მერიის მხრიდან, მთელი ქალაქის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

თბილისის ცენტრში მოძრაობა დღეს დილიდან პარალიზებულია. დედაქალაქის ისედაც გადატვირთული გზების ფონზე, ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ გამზირზე მოძრაობის ახალი მარშრუტი, შევიწროებული საავტომობილო გზა და ე.წ კუნძულები, რომელიც გააფართოვეს, სატრანსპორტო კოლაფსის მიზეზი გახდა. 

ეს ხდება 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს.

დილიდან მოქალაქეები Facebook-ზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის გამო, ზოგიერთი მათგანი სახუმარო პოსტს ან ფოტოსაც აზიარებს. 

უცნაური არაა, რომ სიახლემ განსაკუთრებული უკმაყოფილება ვაკის მაცხოვრებლებლების დიდ ნაწილში გამოიწვია. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი