უწყვეტი აქციები კანცელარიასთან სახეს შეიცვლის და სამუშაო ჯგუფში გადაინაცვლებს- მაკუნა გოჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

"უწყვეტი აქციები კანცელარიასთან - სახეს შეიცვლის და მთელი ძალებით სამუშაო ჯგუფში გადაინაცვლებს" - წერს სოციალურ ქსელში, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი.

"ამ ეტაპზე, პროტესტის ფორმა - უწყვეტი აქციები კანცელარიასთან - სახეს შეიცვლის და მთელი ძალებით სამუშაო ჯგუფში გადაინაცვლებს, რადგანაც, უკვე გარკვეული გარანტიებით ხელში გამოვედით დღევანდელი სხდომიდან.

მოდუნების უფლებას არ ვაძლევთ თავს და პროცესში ვიქნებით მთელი გონიერებით ჩართულები, რომ ეს დაპირებები დროულად იქცეს საქმედ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩვენს ყველა სხდომას ესწრება და ამის მერეც დაესწრება, იქნება მოწმე და აღმწერელი ამ შეხვედრებისა, რაც გარკვეულწილად გვაზღვევს კიდეც სიცრუის გავრცელებისგან.

ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ამ პატარა გამარჯვებისა, საინფორმაციო ომის მოგებაა და ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს გადავუხადო! " - წერს მაკუნა გოჩიაშვილი

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედები კანცელარიასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი