საქართველო ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას, დარგის ექსპერტები კი საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ.
ანალიტიკოსების განმარტებით, ეროვნული ვალუტა სექტემბრიდან კიდევ უფრო გაუფასურდება, რაც ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. შედეგად, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება.
ეკონომიკა არ ვითარდება. არჩევნებამდე აუცილებლად ეცდებიან იმას, რომ ლარის კურსი ხელოვნურად იყოს დაჭერილი იმიტომ, რომ ეს უკვე მათი საარჩევნო კამპანიის ერთი ნაწილი შეიძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ეკონომიკური პირობებში, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება სიღარიბის მაჩვენებლები, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი კი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი წინასაარჩევნოდ კვლავ გამოიყენებს არსებულ რეზერვებს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად, თუმცა არჩევნების შემდეგ ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.
არც მინდა ვიფიქრო რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ, როცა დაცარიელებილი რეზერვები გვექნება და ალბათ, 7-8%-იანი ეკონომიკური ვარდნის ტემპით ვივლით, - განმარტავს იგი.