ნეაპოლს ახალი მეფე ჰყავს - ეს არც ნაპოლის რომელიმე თავგადაკლული ტოფიზის შეფასებაა და არც ჩემი, როგორც რიგითი ქართველი გულშემატკივრის აღტაცება. ასეთი ამბიციური ეპითეტი სერია A-ს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოიყენა, და ამ შეფასებას ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოც დაურთო.
22 წლის ქართველი არაერთმა გამოცემამ და კრიტიკოსმა დაასახელა იტალიის ახლადკურთხეული ჩემპიონის, ნაპოლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ. მეტსახელი კვარადონა კი ყველაზე კარგად აღწერს იმ წარმოუდგენელ წამრატებას და პასუხისმგებლოაბს, რაც დაუჯერებლი ზღაპრის პიურველმა წელმა მოუტანა ქართველ ვარსკვლავს, და მის მილიონობით გულშემატკივარს საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ.