თბილისის მერია განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემას აქვეყნებს.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ, გამზირიდან მარცხნივ მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება კი აიკრძალება.
- ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედდება ავტობუსების ახალი გაჩერებები
- ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში,
- ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით
- აიკრძალა ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება
- ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით. ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.
- ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
- ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.
- აბაშიძის ქუჩაზე, ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.
- ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.
- ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.
- ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.
- ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.
- ვაკის პარკიდან ვარაზის ხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.
- აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე დიდხანს გაგრძელდა. ხოლო გუშინ, 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს, ცენტრალური გამზირის პარალიზებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.