ინგლისის თასის FA CUP-ის 2019-20 სეზონის გამარჯვებული ლონდონის არსენალი გახდა. არსენალმა ლონდონურ დერბიში ჩელსის ანგარიშით 2:1 აჯობა.
ჩელსიმ თამაშის დასაწყისშივე მოახერხა უპირატესობის მოპოვება. მატჩის მე-5 წუთზე არისტოკრატები ამერიკელმა ლეგიონერმა კრისტიან პულიშიჩმა დააწინაურა, მან ოლივიე ჟირუს ეფექტური გადაცემა გამოიყენა. 26-ე წუთზე მეთოფეებმა წონასწორობა აღადგინეს, ანდრე პიერ ობამეიანგი საკუთარ საჯარიმოში სესარ ასპილიკუეტამ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მატჩში წერტილი 67-ე წუთზე სწორედ გაბონელმა დასვა, დარჩენილ დროში კი მატეო კოვაჩიჩმა გრანიტ ჯაკაზე უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება დაიმსახურა. სათადარიგო სკამი დაატოვებინეს მიკელ არტეტასაც, ანგარიში კი უცვლელი დარჩა. ეს მიკელ არტეტას პირველი ტიტული გახდა არსენალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.