საქართველოში მშენებლობა გაძვირდა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.

როგორც საქსტატი წერს, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2,55 პროცენტული პუნქტი შეიტანა . 

მათივე ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6,6%-ით გაიზარდა. საქსტატი განმარტავს, რომ ამ პერიოდში ინდექსის ზრდა, ძირითადად, სამშენებლო მასალებზე ფასების 4,8%-იანი ზრდით იყო გამოწვეული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი